რეზონანსი
29.05.2024

ეს ხალხი, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეეხება ევროპასთან დაახლოებას კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოთი, უცხადებენ ბოიკოტს, მხარს არ უჭერენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით ანრი ოხანაშვილი პარლამენტის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტების მიღებასა და განხილვის პროცესში რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა.

„ეს ხალხი, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეეხება ევროპასთან დაახლოებას კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოთი, უცხადებენ ბოიკოტს, მხარს არ უჭერენ. თუმცა, შემდეგ დგანან ჟურნალისტებთან და საუბრობენ, როგორი ევროპელები არიან, როგორ შესტკივათ გული ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე.

ეს ყველაფერი არის სიყალბე", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×