რეზონანსი
29.05.2024

აი ამ ჩერჩეტ ქალს ებარა რეჟიმის დროს საგარეო პოლიტიკა. წარმოიდგინეთ რა თეორიას ავითარებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება. ამათ ოღონდ რუსეთი ახსენონ და რა მნიშვნელობა აქვს რას წერენ?! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებას: "ამერიკელები გაადეს, ჩინელებს მისცეს ანაკლია. კიდევ ერთი დავალება შესრულდა წარმატებით, პუტინის კარზე ბიძინა დაწინაურდა."

ნიკოლეიშვილის თქმით, ეს პროექტი აწყობს საქართველოს, ევროპას და ჩინეთს, რუსეთის ინტერესებში კი არ შედის, ამიტომ ის ურჩევს სამადაშვილს, სანამ რამეს იტყვის, დაფიქრდეს.

"აი ამ ჩერჩეტ ქალს ებარა რეჟიმის დროს საგარეო პოლიტიკა. წარმოიდგინეთ რა თეორიას ავითარებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება. ამათ ოღონდ რუსეთი ახსენონ და რა მნიშვნელობა აქვს რას წერენ?! სერიოზული სახით ამტკიცებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება. სალომე, შვილო, პირიქითაა ეგ ყველაფერი. რუსეთს არაფერში აწყობს ახალი დერეფანი, რადგან ჩინეთიდან წამოსული ტვირთები საქართველოს გავლით გავა ევროპაში, რაც რუსული დერეფნის ალტერნატივას ნიშნავს. ამიტომ ეს პროექტი აწყობს საქართველოს, ევროპას და ჩინეთს, არ აწყობს რუსეთს და კიდევ რამდენიმე დაუძინებელ მეგობარს. ჰოდა სანამ რაიმე სიბრიყვეს იტყვით, მანამდე აჯობებს რომ სიტყვას გონი დაატანოთ" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×