რეზონანსი
27.05.2024

"პოლიტიკოსები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ კრემლის აგენტს, იმედით შეჰყურებენ, რომ იქნებ ამ ადამიანმა მაინც უშველოს", - ამის შესახებ „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, „ლოკალური ომის ქარტიას" სურს ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ.

„აქამდე ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე და ახლა უცებ აღმოჩნდა, ადგილობრივი ლოკალური ომის ქარტია, - ეს სხვა არაფერი არ არის, თუ არა იმ წისქვილზე წყლის დასხმის მცდელობა, რომ საქართველო რამენაირად ომში ჩაითრიონ და ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ. პოლიტიკოსები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ კრემლის აგენტს, რუსეთის მავნებელ რეზიდენტს, იმედით შეჰყურებენ, რომ იქნებ ამ ადამიანმა მაინც უშველოს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×