რეზონანსი
25.05.2024

როგორც „ქრონიკაში" მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თათა სვანიძემ 26 მაისის დღესასწაულისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განაცხადა რუსთაველის გამზირზე, ასევე სხვადასხვა რეგიონში სპორტულ სივრცეებში დაგხვდებიან ისეთი სპორტსმენები, რომლებითაც ძალიან ამაყობთ, -

„ყველა პროექტის განხორციელებისას ვცდილობთ, რომ დედაქალაქის მსგავსად მუნიციპალიტეტებშიც იყოს მოწყობილი როგორც საგამოფენო სივრცეები, ასევე გასართობი აქტივობები. რეგიონებში გვეხმარებიან სამინისტროები ამ ყველაფრის ორგანიზებაში. ყველა დიდ ქალაქში გაიმართება ზეიმი. ამ აქტივობებსაც აერთიანებს თემა - "რაც გვეამაყება და გვაერთიანებს". ეს გახლავთ მაგალითად, ქართული ღვინო და მისი 8000 წლიანი უწყვეტობა, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ღვინის სივრცეებში მუსიკალური ნომრები დაგხვდებათ ანსამბლების შესრულებით და სხვადასხვა ჟანრის მუსიკა დიჯეის ჩართულობით. საბავშვო და სპორტული სივრცეები იქნება ყველგან. როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე სხვადასხვა რეგიონში სპორტულ სივრცეებში დაგხვდებიან ისეთი სპორტსმენები, რომლებითაც ძალიან ამაყობთ, შეიძლება, ეს იყოს ადგილობრივი. ასე რომ, ყველა ის ადამიანი, რომლის გარშემოც ვერთიანდებით ხოლმე სპორტული მიღწევებისას, ძალიან აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში ჩვენთან ერთად", - განაცხადა თათა სვანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×