რეზონანსი
21.04.2024

დავით მათიკაშვილის განცხადებით, მას გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ოპოზიციის მხრიდან არგუმენტირებული კითხვების იმედი არ აქვს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ვერავის ექნება სათანადო პასუხი კითხვაზე თუ რატომ შეიძლება დააშოროს გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო ევროპას.

„რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ვინმე არგუმენტირებულად რაიმე ფორმით დასვამს კითხვებს, ეს ასე არ არის. პირველმა მოსმენამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი დაგვანახა. იყო ყვირილი, ძალადობა, ჩხუბი - ყველაფერი არგუმენტირებული კითხვების გარდა. არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი, ადვილად გასაგები არის ეს კანონპროექტი, რომ კითხვაზე თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას, რაიმე ფორმით ააცდინოს ამ გზას, რა თქმა უნდა, ცხადია, ვერავის ექნება სათანადო პასუხი", - მიიჩნევს მათიკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×