რეზონანსი
15.04.2024

„არა რუსეთს, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ - ამ სლოგანით პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

აქციაზე, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს, სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ახლა გაერთიანების დროა სწორედ საერთო მტრის - რუსეთის წინააღმდეგ. მათი თქმით, აქციაზე მისულ ყველა სტუდენტს ერთი მიზანი აერთიანებს და ეს არის ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირში.

„ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებსაც საერთო ინტერესი გვაერთიანებს. სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ვართ, აქ არის GIPA, ილიას უნივერსიტეტი, თსუ, „ალტე“, აქ არიან მეგობრები ბათუმიდანაც. ჩვენ, ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი - საქართველოს ევროინტეგრაცია და იმ პარტიების დასრულება, რომლებიც პირდაპირ რუსულ გავლენას ავლენენ საქართველოში”, - განაცხადა GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი დუმბაძემ.

პარლამენტში კანონპროექტის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” განხილვის პარალელურად, პარლამენტის შესასვლელთან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციაზე მყოფებს წარმოდგენილი აქვთ ბანერები წარწერებით “არა რუსულ კანონს”, “not to Russia, yes to Europ”.

იმის საყვირების ხმა და შეძახილები “ქართული ოცნების” მისამართით- “რუსებო” “მონებო”, “მდინარაძე მონა, მამუკა რუსი”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×