რეზონანსი
15.04.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ საკომიტეტო განხილვის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა:

„ობსტრუქციის მოწყობას და გარეთ სტვენას სჯობს, დაინტერესებული პირები, ოპოზიციური პარტიები და მათთან აფილირებული მილიონერი „ენჯეოები“ შემობრძანდნენ, თავად შეიტყონ ჩვენგან, პირველწყაროსგან, „ქართული ოცნების“ ფრაქციისგან, რას ეხება და რას არ ეხება. სად არუს რუსული, როდესაც არ ეხება მეცნიერს, ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, სპორტულ ფედერაციებს, ინდმეწარმეს, კომერციულ პირებს. მარტო „ენჯეოს“ და მედიასაშუალებებს რადგან ეხებათ? ისიც მხოლოდ მათ, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ. ნუთუ ასეთ პრობლემას უქმნის ერთჯერადი დეკლარაცია? ამისთანას რას სჩადიან და რას ხარშავენ თავიანთ კულისებში, რომ სიკვდილივით ეშინიათ ამის გამომზეურების. არის თუ არა შემაფერხებელი გამჭვირვალობა და არის თუ არა საწინააღმდეგო ევროპული ღირებულებების? გაუმჭვირვალობა თუ არ ეღობება ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ამას მომდევნო დისკუსიები გვაჩვენებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×