რეზონანსი
29.02.2024

კარგია, რომ ის [ბიძინა ივანიშვილი] პოლიტიკაში დაბრუნდა, იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვანების იმ ნაწილს, რომელიც დიდი პრობლემა იყო - იმის არ ცოდნა, სად იყო ძალაუფლების წყარო, პასუხისმგებლობის არ ქონა, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის არ ქონა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ასე რომ, ახლა, როცა ყველაფერი ნათელია, უკეთესია, თუნდაც ის ძალიან მდიდარი ადამიანი იყოს. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი მაგალითები და ასეთ ხალხს იქ ოლიგარქებს არ უწოდებენ, არამედ უწოდებენ მილიარდერებს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას პირობები, რომელიც აღკვეთს ოლიგარქიულ ძალაუფლებას ქვეყანაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×