რეზონანსი
26.02.2024

ხყველაფერს თავისი დრო აქვს, სამწუხაროდ ეს დროც მოვიდა. წარმატება ვუსურვებ შემდეგში ეროვნულ ნაკრებს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ განაცხადა.

„ყველა ის თამაში მეამაყება რაც ნაკრებში ჩავატარე. მწვრთნელებს, ექიმებს, ფედერაციას, გულშემატკივრებს, ყველას მადლობას ვუხდი ყველა წუთისთვის რაც ერთად გაგვიტარებია", - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.

გიორგი ცინცაძე ეროვნულ ნაკრებში დღეს ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. 38 წლის კალათბურთელის დებიუტი ნაკრებში 2004 წელს თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის გუნდის წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ, მან ხუთჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონატზე. მან 6 ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ცინცაძე ეროვნულ ნაკრებში 20 წელი თამაშობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×