რეზონანსი
26.02.2024

თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.

ღონისძიება სასტუმროში Swissotel Tbilisi ჩატარდა, რომელიც, თიბისის მხარდაჭერით, რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაიხსნა და რომლისთვისაც პირველი ღონისძიება სწორედ თიბისი კაპიტალის საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ის მოვლენები მიმოიხილეს, რომლებიც 2024 წელს საქართველოს ბიზნესკლიმატს განსაზღვრავს: რთული გეოპოლიტიკური გარემო; არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში; საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება და სამუშაო ძალის დეფიციტი; საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია.

2024 წელს, თიბისი კაპიტალი, კვლევების მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის და სექტორების ზოგად მიმოხილვასთან ერთად, ბიზნესის მხრიდან დასახელებულ კონკრეტულ კითხვებს სცემს პასუხს.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ინგლისურ ენაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×