რეზონანსი
23.02.2024

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა პოლონელ ფერმერებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საჭიროა პოლონეთის საზღვრის განტვირთვა.

"ევროპა მხარს უჭერს პოლონელ ფერმერებს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის ექსპორტის გაზრდას შავი ზღვის გავლით, რათა შევამსუბუქოთ ზეწოლა პოლონეთის სახმელეთო საზღვარზე", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

პოლონელი ფერმერები უკრაინის მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს და უკრაინელი გადამზიდებისთვის დაწესებულ საბაჟო შეღავათებს აპროტესტებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ფერმერების პროტესტს პოლიტიკური სარჩული აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×