რეზონანსი
23.02.2024

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაგეგმილი სცენარის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “კვირასთვის” ექსკლუზიურად ხდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, “ნაცმოძრაობის” ლიდერებმა მიიღეს დავალება, რომ ზაფხულის ბოლოს ცესკოს თავმჯდომარე უნდა გადაეყენებინათ:

„განიხილებოდა ორი სცენარი: პირველი სცენარის მიხედვით,  უნდა დაწყებულიყო კალანდარიშვილზე მასირებული ბულინგის კამპანია, რომელშიც ჩაერთვებოდნენ საქართველოში მოქმედი „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ მიერ კონტროლირებადი მედია და გარე აქტორები, რაც უნდა დასრულებულიყო მისი გადადგომით. 

„ნაცმოძრაობას” მაგიდაზე უდევს მეორე, ბევრად უფრო მძიმე ვერსია. კერძოდ, უნდა დაგეგმილიყო კალანდარიშვილზე ფიზიკური თავდასხმა, ძალისმიერი ანგარიშსწორება იმგვარად, რომ მას ვეღარ მოეხერხებინა უფლებამოსილების განხორციელება. მისი გადადგომის შემთხვევაში კი, ცესკოს ხელმძღვანელი ხდებოდა ხაზარაძის პარტიის წევრი – სიორიძე, რაც ავტომატურად ნიშნავს ოპოზიციის მიერ ამ ინსტიტუციის დამორჩილებას. 

"კვირას" ინფორმაციით, აღნიშნული სცენარი ზუსტად იციან მმართველ გუნდში, რაც საკანონმდებლო ცვლილებით დააზღვიეს და გაუქმდა პირველი მოადგილის თანამდებობა, თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრებმა საზოგადოებას დეტალები არ უთხრეს.

წყარო:  kvira.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×