რეზონანსი
23.02.2024

ყოველი წლის 23 თებერვალს ვიხსენებთ ჩვენ თავდადებულ გმირებს - საბჭოთა არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებს. მათი ხსოვნა სამარადისოა, ხოლო მათი გმირობა თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც საქართველოს დაუმორჩილებლობის, საკუთარი და ქვეყნის ღირსებისთვის ჩადენილი სამაგალითო თავდადება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იუნკრების ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დაუოკებელ სწრაფვას თავისუფლებისკენ.

„მათი ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დაუოკებელ სწრაფვას თავისუფლებისკენ, მის მიზანს იყოს სუვერენული ქვეყანა ეპოქებისა და გარემოებების მიუხედავად, ყოველთვის გამონახოს ძალა დაუმორჩილებლობისა და შვას ისეთი გმირები, როგორებიც სამხედრო სასწავლებლის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იყვნენ. დიდება მათ ხსოვნას!“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×