რეზონანსი
21.02.2024

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა, ასოცირების საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პოზიტიური, საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა.

„რაც შეეხება ასოცირების საბჭოს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში, ამ საბჭოს მიმდინარეობასთან, შინაარსთან დაკავშირებით, მათ შორის, ბატონი ბორელის მხრიდან. ეს არის რეალურად ის სურათი, რომელიც იყო ამ საბჭოზე. იყო ძალიან პოზიტიური, საქმიანი, პროდუქტიული შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×