რეზონანსი
21.02.2024

ეს არის კრიმინალის დემაგოგიური განცხადება, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ მოატყუოს ქართული საზოგადოება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას.

„მისი მოსატყუებელი კბილები თავად მან დააძრო და უკბილოდ დატოვა ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი. 2012 წლის შემდეგ ადამიანების მოტყუება შესაძლებელი აღარ არის. ახლა რაც არ უნდა იკადრონ მისმა მიმდევრებმა, ეს მაინც ასე იქნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა:

„ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ შეგიძლიათ, ეს აიღოთ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×