რეზონანსი
21.02.2024

იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ - გამოხვედით და დემაგოგიურად ისვრით ზოგად ფრაზეოლოგიას, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მინისტრი „აზრზე არ არის“ საქართველოდან უკანონოდ იმპორტირებული მანქანების შესახებ.

"იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ. თქვენი მოვალეობაა, ხელფასს იმაში გიხდიან საქართველოს მოქალაქეები, რომ მეც გამცეთ პასუხი კითხვაზე და დეზინფორმაცია არ იძახოთ. აკრიტიკებთ სხვადასხვა პარტიის პროგრამებს. თქვენ იმ პარტიიდან ხართ წარმოდგენილი, რომელიც თითო სოფელს 5 მილიონს ჰპირდებოდა და უფასო ფულის დარიგებას. თქვენი პროტესტი არ გამიგია.

მე გკითხეთ ავტომანქანებზე და არ იცით, აზრზე არ ხართ, რომ გადადიან ჩვენი ქვეყნიდან, საქართველოდან უკანონოდ იმპორტირებული მანქანები ხვდებიან. ეს გკითხეთ. გამოხვედით და დემაგოგიურად ისვრით ზოგად ფრაზეოლოგიას. შემიძლია ბევრი გამოძიება მოგიყვანოთ მაგალითად, არ ვამბობ რომ დემაგოგიურად უნდა გაგვცეთ პასუხი“,- მიმართა დეკანოიძემ.

აღნიშნულის საპასუხოდ კი მინისტრმა განმარტა, რომ ავტომობილებთან დაკავშირებით მკაფიოდ ისაუბრა. მისივე თქმით, თუ ინდივიდუალური პირი გადაადგილდება საკუთარ თავზე გაფორმებული მანქანით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებით ეს არ ითვლება სანქციების დარღვევად.

„ავტომობილებთან დაკავშირებით, აღსრულება ხორციელდება იმ ფორმით და იმ მასშტაბით, რაც დადგენილია. თუ ინდივიდუალურად გადაადგილდება პირი საკუთარ თავზე გაფორმებული მანქანით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებით ეს არ ითვლება სანქციების დარღვევად. საქართველო ვერ იქნება სანქციების შემომღები ქვეყანა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ევროკავშირსაც კი არ აქვს ასეთი ტიპის შეზღუდვები დაწესებული“,- აღნიშნა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×