რეზონანსი
21.02.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გრძელდება პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირის შესაბამისი მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან.

დარჩიაშვილის თქმით, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

„რობერტა მეცოლა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი. მას და პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ ძალიან საინტერესო საუბარი. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მომავალს, იმ უმნიშვნელოვანეს შედეგს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით შარშან დეკემბერში. შესაბამისად, ტრადიციულად, საქართველოს მისამართით ქალბატონი პრეზიდენტი დაინტერესდა, როგორია შემდგომი პროცესი, როგორ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. ცხადია, საუბარი შეეხო იმას, რა დიდი ძალისხმევა გაიწია ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მხრიდან და როგორ გეგმავს პრემიერ-მინისტრიც მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო აგრძელებს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს ქვეყნის საბალოო წევრობამდე. იყო ძალაიან საინტერესო, მეგობრული შეხვედრა და კიდევ ერთხელ მივიღეთ ძლიერი მხარდაჭერა ქალბატონი პრეზიდენტისგან საქართველოს ევროპული მომავლის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×