გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო პარალიზებულია გეოპოლიტიკური დაყოფით, მის სანდოობას ძირი გამოუთხარა რეზოლუციის მიღების უუნარობამ ღაზაში ცეცხლის წყვეტასთან დაკაშირებით, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, ყატარში, დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გაერო-ს ხელმზღვანელის თქმით, სერიოზული ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ გლობალური ინსტიტუტები უკეთ გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა ღაზის ომი.
„ჩვენ არასდროს გვინახავს ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი გაერო-ში ჩემი მანდატის განმავლობაში. სიტუაცია სწრაფად უარესდება კატასტროფისკენ, პოტენციურად შეუქცევადი შედეგებით მთლიანად პალესტინელებისთვის და მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის რეგიონში. მე არ ვიტყვი უარს ღაზაში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მცდელობაზე", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.