რეზონანსი
09.12.2023

სტატუსი მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერებისთვის არ მოგვიპოვებია, ეს ქვეყანას მოვუტანეთ და ეს მათთვისაცაა, მაგრამ, ამის აღიარების გამბედაობა უნდა შესწევდეთ, რაც მათ არა აქვთ, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას.

ხუნდაძის თქმით, დღეს დედაქალაქის ცენტრში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ის ადამიანები შეიკრიბნენ, ვინც ამ სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ხალხისა და მისი არჩეული ხელისუფლების დამსახურებაა და არა ცალ ფეხზე მდგომი ოპოზიციის.

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხან ომი შესთავაზეს, ხან რევოლუციისკენ უბიძგეს, ხან სანქციები მოსთხოვეს და ხან "ურჩი ხელისუფლების" ცვლილება დაგეგმეს ამომრჩევლის გარეშე.

„ხალხის ძალამ" დროულად უხმო საზოგადოებას და სიმართლით შეაიარაღა, რამაც ყველა ხიფათი აგვაცილა და კანდიდატის სტატუსის მინიჭება ომისა და უბედურების გარეშე, ღირსეულად საზეიმოდ აქცია.

ოპოზიციამ კი, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ამის ჩაშლა ვერ მოახერხა და დღეს დაუპატიჟებელი სტუმარივით, საზეიმო სუფრაზე თამადობას ითხოვს.

სტატუსი მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერებისთვის არ მოგვიპოვებია, ეს ქვეყანას მოვუტანეთ და ეს მათთვისაცაა, მაგრამ, ამის აღიარების გამბედაობა უნდა შესწევდეთ, რაც მათ არა აქვთ. ან საიდან უნდა ჰქონდეთ, როდესაც დღეს რუსთაველზე ხალხი გამოიყვანეს იმ პირებმა, რომლებიც იბრძოდნენ სტატუსის წინააღმდეგ. დღეს კი, მშვიდობიან საქართველოში, თავაწეულნი მოაბიჯებდნენ ჩვენს მიერ მოპოვებული სტატუსის გარდაუვალი მიღების მოლოდინში," - წერს ხუნდაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×