რეზონანსი
07.12.2023

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბერძენ კოლეგას, კატერინა საკელაროპულუს შეხვდა.

„მჯერა, ჩვენი რიგით მეხუთე მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა იქნება საშუალება თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და გაგრძელებისთვის", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თავის მხრივ, კატერინა საკელაროპულუმ აღნიშნა, რომ ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ, დაიცვან მშვიდობა, სტაბილურობა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, რაც სასარგებლო იქნება როგორც მათი ხახლისთვის, ასევე რეგიონისთვის.

„ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა წელს გადაიტანეს, გახდა მიზეზი, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ რთულ პირობებში სოლიდარობის გრძნობა და ჰუმანურობის ჩვენება საერთო მახასიათებელია, რომელიც აერთიანებს ორივე ხალხს. ექვსი წლის გასვლის შემდეგ დღეს საბერძნეთში თქვენი ყოფნა ასახავს პოზიტიურ კლიმატს", - აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია საბერძნეთში, რომლის მიზანსაც ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზება და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. როგორც მედია წერს, მეზობელ ქვეყნებს შორის არაერთ საკითხზე არსებული უთანხმოების გამო, იქნება ეს საზღვაო საზღვრები თუ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე წიაღისეულის კვლევასთან დაკავშირებული უფლებები, გასული 50 წლის განმავლობაში თურქეთი და საბერძნეთი სამჯერ იყვნენ ომის დაწყების ზღვართან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×