
ალექსეი გონჩარენკო ისე მსჯელობს, მგონი, მალე დაუბრუნდება თავის გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ ეკეთა პიჯაკზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რითაც უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„ეს ადამიანი ქართული „ნაცური" მედიის უსაყვარლესი რესპონდენტი იყო თვეების წინ და არც დღეს უჭირთ მისი გზავნებილების გახმოვანება. ავამდროულად, ეს ადამიანი ძალიან მტრული გზავნებილებით საქართველოსთან მიმართებით, და თუ თურმე მართლები ვყოფილვართ მასთანაც და ბევრ სხვასთანაც, ვინც გუშინ გეორგიევსკის ლენტებით დარბოდნენ, დღეს უკრაინის პატრიოტები გახდნენ და მალე დაუბრუნდებიან იმ ნარატივს, რომელიც ჰქონდათ 7-8 წლის წინ", - აღნიშნა მდინარაძემ.
მანამდე უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ რუსული არმია „ახლა რეალურად მსოფლიოში ნომერ მეორე არმიაა, ჩინეთის არმიაზე უფრო ძლიერია, იმიტომ რომ რუსულმა არმიამ კოლოსალური გამოცდილება შეიძინა".