რეზონანსი
07.12.2023

ოპოზიციის კრიტიკა ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პოზიციების დაფიქსირებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სპეკულაციურია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არანაირი საფრთხე უნგრეთის მხრიდან არ ემუქრება, ვინაიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნგრეთისთვის არის მნიშვნელოვანი საკითხი.

„იმედი გვაქვს, 15 დეკემბრამდე იქნება მიღწეული კონსენსუსი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საერთო პოზიციაზე, რომელიც უნდა გაჟღერდეს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით. საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არანაირი საფრთხე უნგრეთის მხრიდან არ ემუქრება, ვინაიდან უნგრეთისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მნიშვნელოვანი საკითხი. რაც შეეხება თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესია, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც რომელიმე წევრი ქვეყანა საკუთარ პოზიციებს ძალიან მტკიცედ აფიქსირებს და ამ პროცესშიც ცდილობს, გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე კონსენსუსს მიაღწიოს სხვადასხვა წევრ ქვეყნებთან. ეს არის ნორმალური პროცესი ევროკავშირისთვის და ამ პროცესზე სპეკულაციები ნამდვილად არ არის სწორი საქართველოს რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×