რეზონანსი
07.12.2023

დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ბათუმში ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

ბრალდების ცნობით, 53 წლის ნუგზარ სამნიძემ ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობა ბათუმში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში ჩაიდინა და ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს სახისა და სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა.

პროკურატურა პოლიციელისთვის აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ სამნიძეს გირაოს გადახდა დააკისრა და აუკრძალა დაზარალებულთან მიახლოება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×