რეზონანსი
07.12.2023

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ საჭიროა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში "უსაფრთხოების გაძლიერება". განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ გაკეთდა, რომელიც 5-6 დეკემბერს გაიმართა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ სწრაფად უნდა დაიწყოს არსებითი მუშაობა "საქართველოს მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადებაზე". ასევე რუსეთის საგარეო ისევ იმეორებს, რომ უნდა დაიწყოს დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი.

"სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდებით", - წერია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×