რეზონანსი
07.12.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილის აზრით, რადიკალურ ოპოზიციის გეგმა, რომ ევროკომისია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უარყოფით გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა და ეს საფუძველი გახდებდა ქვეყანაში არეულობის, ჩაიშალა.

„ყველაფერი მომართული ჰქონდათ იქითკენ, რომ ევროკომისია გამობრძანდებოდა და იტყოდა, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ ისინი თავიანთ მომხრეებს გამოიყვანდნენ ქუჩაში და მოაწყობდნენ არეულობას, პირდაპირ გაილაშქრებდნენ ხელისუფლებაზე. ეს გეგმა იქმნებოდა დიდი რუდუნებით, ყველა იყო ამაში ჩართული, არასამთავრობო სექტორით დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული. პატიმარი სააკაშვილი თავში ედგა ამ პროცესს. ახლა არ იციან რა გააკეთონ. ეს თემები ახლა ხელოვნურად არის შემოგდებული, იქ ელექტრონული წესით არჩევნებს დაარტყეს, იქით ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას. თურმე მობილური ტელეფონებით შეიძლება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს გაყალბების ახალი ნოუ ჰაუა, გაყალბების ოსტატები რომ იყვნენ კი იცით. გვეუბნებიან, რომ შეიძლება ადამიანმა პლანეტის ერთი წერტილიდან საქართველოში მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა მობილურით, ასეთი რამ არსად ხდება, არცერთ საზოგადოებაში და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ცდილობენ როგორმე ამ სათუთ გრძნობებზე ითამაშონ, რომელიც ნებისმიერი ემიგრანტის გულში და სულშია. ე.წ. მოწინავე პარტიაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ნახეთ, პარტია გამოშიგნულია“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×