რეზონანსი
02.12.2023

მინისტრის განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს, ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხსაც.

„ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პრობლემა ძალიან მძიმე იყო. უკმაყოფილება მოდიოდა მშობლების მხრიდან, როგორც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების, ისე ექიმების მიმართ. სისტემის ამოქმედება ძალიან რთულია, ეს სხვადასხვა მაღალკვალიფიციურ ექიმებთან, ტექნოლოგიებთან და ჩვენს გეგმებთანაა დაკავშირებული,ვგულისხმობ რესპუბლიკურ საავადმყოფოს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებასაც ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ბავშვებისთვის მკურნალობა საზღვარგარეთ შეგვეთავაზებინა. სახელმწიფოს დაფინანსებით ისინი დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში შეძლებენ.

სამივე ქვეყანაში 30-მდე ბავშვი მკურნალობს.ვამატებთ პროვაიდერებს. ვფიქრობთ, რომ ესეც ძალიან წარმატებული პროექტია, ვინაიდან , ჩვენ კარგად დავინახეთ, თუ როგორი უნდა იყოს კარგად გამართული ბავშვთა ონკოლოგია. ამ გამოცდილებას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების კმაყოფილებაც.

რაც შეეხება, ონკოლოგიურ ქირურგიას, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×