2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, კომერციულმა ბანკებმა 2,284 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა 5,837 მლრდ ლარი, ხოლო, საპროცენტო ხარჯებმა 2,635 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე სტატისტიკით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ბანკების მიერ მიღებული საპროცენტო შემოსავალი ჯარიმებიდან - 91,7 მლნ ლარი იყო, საპროცენტო შემოსავალი სესხებიდან 4,915 მლრდ ლარი, ხოლო ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგება - 570,9 მლნ ლარი.