რეზონანსი
28.11.2023

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მაჯიდ ალ-ანსარის განცხადებით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელი სამხედროების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც ყველა სამოქალაქო პირი გათავისუფლდება.

„ამჟამად პრიორიტეტს წარმოადგენს მძევლად აყვანილი სამოქალაქო პირების, ქალებისა და ბავშვების გათავისუფლება. ამის შემდეგ სამხედროების რიგი დადგება“, - აღნიშნა ალ-ანსარიმ.

მისივე თქმით, კატარი მხარს უჭერს რეგიონის ყველა ქვეყნის მცდელობებს, ღაზის სექტორში გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი კიდევ ორი დღით გაგრძელდება - შეთანხმებას მხარეებმა კატარის შუამავლობით მიაღწიეს. დღეს და ხვალ „ჰამასი“ 20 მძევალს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეებს კი 60 პალესტინელი პატიმარი დატოვებს. ზავის ამოქმედებიდან დღემდე ისრაელმა გატაცებული 50 მძევალი, „ჰამასმა“ კი 150 პალესტინელი პატიმარი დაიბრუნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×