რეზონანსი
28.11.2023

ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„უკრაინა შთამბეჭდავ ძალისხმევას იჩენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციამ დაადასტურა, რომ უკრაინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მყარი საფუძველი აქვს“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მეცოლამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის მხოლოდ ევროპული კანონებისა და წესების ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანა, არამედ ეს პროცესი ქვეყნის საზოგადოებაში გარდაქმნებს მოითხოვს.

დღეს, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი შეხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×