რეზონანსი
23.10.2023

თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში ძლიერი აფეთქების ხმა იყო.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსში აფეთქების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობას ხანძრის სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები.

როგორც ადგილობრივები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მათი დაშავების ხარისხზე ინფორმაცია  ჯერჯერობით უცნობია.  

უცნობია ასევე, იმყოფებოდა თუა არა უშუალოდ აფეთქების დროს ვინმე საცხოვრებელ სახლში. წინასწარი ვარაუდით, წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.

"რუსთავი 2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×