რეზონანსი
04.10.2023

„მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას გამოიტანს. მისი აზრით, „ქართული ოცნებისთვის“ პარლამენტში 100 ხმის შეგროვებაც არ იქნება პრობლემა.

„ველოდები, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა გადმოინაცვლებს პარლამენტში. არ არის 100 ხმა ისეთი რთული შესაგროვებელი „ქართული ოცნებისთვის“, რომ წარმოუდგენელი იყოს. თან როდესაც „ქართული ოცნება“ თავს იკატუნებს და იძახის, რომ არავისთან მოლაპარაკება არ გვაქვს და არც ვაპირებთო, ზუსტად მანდ არის ძაღლის თავი დამარხული. თუ მოინდომებს „ქართული ოცნება“, მათთვის 100 ხმა პრობლემა არ იქნება. 

სხვების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, ვილაპარაკებ მხოლოდ იმ ორ მანდატზე, რაც ჩვენ გვაქვს. ჩემი და ქეთი თურაზაშვილის ხმა რა თქმა უნდა იმპიჩმენტს არ ექნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×