რეზონანსი
04.10.2023

აშშ- ის საელჩოს განცხადებას სუს- ის გამოძიებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმიანება. მისი თქმით, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ "მშვიდობა შეინარჩუნონ".

„კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კომპეტენტურად მუშაობს. ჩამოსული იყვნენ მავნებლები, რომლებიც რევოლუციისთვის ამზადებდნენ საზოგადოებას და ამის მხილება მოხდა. 

რაც შეეხება საელჩოს განცხადებებს, მე მგონია, რომ შეცდომაში არიან შეყვანილნი ან არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიაზე არ იყო საუბარი, ყველამ ხომ მოვისმინეთ, არც დედების დახმარების ინიციატივებზე. საუბარი იყო, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, ახალგაზრდები როგორ ჩართონ და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ სახელმწიფოში. აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ! "- განაცხადა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×