რეზონანსი
02.10.2023

როგორც „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სუს-ი ყოველ ორშაბათს ტელესერიალივით ახალ სერიას გვთავაზობს რაღაც არარსებულ ფაქტებზე, ხოლო არსებულზე და მხილებულზე გასუსულია.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას რუსეთის მიმართ უკიდურესად ლოიალური დამოკიდებულება აქვს, ხოლო სტრატეგიულ პარტნიორს „თითის ქნევით" ელაპარაკება.

„თუ მოგისმენიათ ოდესმე, რომ საქართველომ განმარტებები მოითხოვა რუსეთისგან, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოა საქართველოს კანონმდებლობით და სასტიკ ომს აწარმოებს უკრაინაში, რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა ტერორისტულ სახელმწიფოდ. რუსეთის მიმართ აქვთ უკიდურესად ლოიალური დამოკიდებულება. პუტინის ლაქიები არიან და აქეთ თითის ქნევით ელაპარაკებიან ამ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. კარგად მიმოიხედონ პოლიტიკოსებმა, სკამებზე რომ სხედან, მაგ სკამებიც დონორის ფულითაა ნაყიდი. რამე თუ მოძრაობს დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში, რამე განათლება და კომპეტენცია თუა საჯარო სექტორში დაგროვილი და რაიმე რეფორმა თუ ოდესმე გატარებულა ამ ქვეყანაში, ყველაფერში ჩვენი მეგობრების წვლილია, ყველა პროგრესის და რეფორმის იმპულსი დასავლეთიდან მოდიოდა და არა ამათგან.

ისინი დღეს არიან ზომბები, რომლებიც ასრულებენ კრემლის დავალებებს. მათი ფიქრი კრემლს არ სჭირდება, კრემლს სჭირდება მათი მორჩილება და ყველანაირ სისულელესა და მარაზმზე ხელისმომწერი პოლიტიკოსები. ეს არის „ქართული ოცნების" ამოცანა, რომ კრემლის დაკვეთა შეასრულოს, ეს იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტი თუ ფარცხალაძეზე სახელისუფლებო ინსტიტუტების გადაფარება. გასუსული სუს-ი გვყავს. სუს-ი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ თავი მოება რაიმე განცხადებისა ან განმარტებისთვის ფარცხალაძის მხილების შემდეგ, აგრძელებს გასუსულ მდგომარეობაში ყოფნას და ყოველ ორშაბათს ტელესერიალივით ახალ სერიას გვთავაზობს რაღაც არაარსებულ ფაქტებზე, ხოლო არსებულზე და მხილებულზე გასუსულია. ეს ხდება იმიტომ, რომ სამწუხაროდ დღეს საქართველოს მართავს კრემლის ხელისუფლება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×