რეზონანსი
02.10.2023

მიმდინარე კვირის დღის წესრიგი იყო მთავარი საკითხი, სადაც თავის მხრივ მთავარი თემა იყო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ საბიუჯეტო შემოსავლებმა მოგვცა საშუალება რომ რამდენიმე მიმართულებით გაზრდილიყო დაფინანსება. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მიმართულება. უამრავი პროექტის დაფინანსებას შეძლებს ჯანდაცვის სამინისტრო, რაც ჩვენი მოქალაქეების სხვადასხვა საჭიროებების დაფინანსებაში აისახება და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს დააზღვევს. საერთო ჯამში, ბუნებრივია ამ პოზიტიურ სიახლეს ჩვენი მხარდაჭერა ექნება, რაც წარმოდგენილი იქნა საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში", - აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×