რეზონანსი
01.10.2023

ყველას ვულოცავ პირველ ოქტომბერს და არამარტო „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ვინაიდან ის სისტემა, რომელიც მუშაობდა არ იყო შესაბამისობაში იმ დიდ კულტურასთან, ინტელექტთან, რითაც მოვედით ჩვენ ისტორიის დღევანდელ დღემდე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა და დგას საქართველო, მაგრამ ისეთი ტენდენციები დაიწყო 2012 წლიდან და დღემდე გრძელდება, რომელიც საშუალებას იძლევა შევამციროთ უმუშევრობა. ეკონომიკურ დარგში ძალიან თვალსაჩინო პროგრესია და რაც მთავარია, ადამიანის უფლებები არის დაცული და მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში მოხდა, არის ძალიან მძლავრი სოციალური პაკეტის შექმნა. ადამიანებს აღარ ეშინიათ ავად გახდომის", - აღნიშნა ვოლსკიმ.

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება დაამარცხა და ქვეყნის მმართველობაში მოვიდა. ეს იყო პირველი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×