რეზონანსი
01.10.2023

ეს თემა ხალხს არ აინტერესებს, არც „ნაციონალურ მოძრაობას" - პარტიის პოლიტიკურ საბჭოს გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ სხდომაში მონაწილეობის მიღებას და მისთვის ყურადღების მიქცევას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული თემა ბიძინა ივანიშვილს და „რუსულ პარტიას" აწყობთ.

„ყოველ ჯერზე ერთი და იმავეს თქმა შემიძლია, რომ ეს თემა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას აწყობს. თავად მოიგონეს იმპიჩმენტი, თავად ითვლიან ხმებს, ვიღაცა მისცემს-არ მისცემს. ეს თემა ხალხს არ აინტერესებს, არც „ნაციონალურ მოძრაობას" - პარტიის პოლიტიკურ საბჭოს გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ სხდომაში მონაწილეობის მიღებას და მისთვის ყურადღების მიქცევას არ ვაპირებთ. იმავეს ვთხოვ ყველა პროდასავლურ მედიას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, იმ თემას აქტუალიზაცია არ გავუკეთოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას აწყობს. პლუს ამას, ეს ქვეყნის გარეთ გვაზიანებს. ქვეყნის შიგნით კი, საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული და მოგონილი ამბავი, რომელზეც ბრიფინგებს თავად რუსული პარტიის ლიდერები მართავენ. მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ",- აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×