
ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერმა დავით ქაცარავამ სასტიკად გააკრიტიკა ნანა ჯანელიძის ფილმი და მისი პოზიცია. "იარე ლიზამ" ბოლო დღეებში საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია:
„რა ბოდიში, რის მონანიება?
ჩვენს თანამემამულეებს თავებს რომ აჭრიდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ, ამისთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში?
დედას რომ მის თვალწინ მოკლული შვილის თვალი გადააყლაპეს, ეს გვაქვს მოსანანიებელი?
კიდევ ჩამოგითვალოთ,რა გაუკეთეს რუსებთან ერთად ჩამოთესლებულმა ბოევიკებმა ჩვენს მოქალაქეებს?
რუსმა რომ ქართული მოსახლეობის გენოციდი მოაწყო აფხაზეთში და 300 000 საქართველოს მოქალაქე დევნილი გახადა საკუთარ ქვეყანაში, ამაზე უნდა დავუჩოქოთ ჩვენი სისხლის და ხორცის მკვლელებს?
ბოდიშ-შმიბზიისტებმა გადახედეთ ისტორიას, უახლოესს თუნდაც და მიხვდებით, რომ სუსტ და ბოდიშებზე ორიენტირებულ სახელმწიფოს პატივს არავინ სცემს და მითუმეტეს სისხლით და ომით წართმეულს არავინ დაუბრუნებს!
მხოლოდ ერთობა, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ჯარი და ძლიერი მოკავშირეები დაგვეხმარებიან ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაში!“ - წერს დავით ქაცარავა.