რეზონანსი
01.10.2023

ქართული ოცნების’’ წევრმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეთერით აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მიზანმიმართულად, უხეშად არღვევს კონსტიტუციას.

„უნდათ, რაღაცნაირად გახლიჩონ და ქვეყანა იყოს გახლეჩილი, ხალხი სადღაც ცალკე და ხელისუფლება - ცალკე. ერთი მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად, ყველა ერთად ვიყოთ, მაგრამ რეალურად, მეორე მოწოდებაა, რომ ხელისუფლება არაფერს იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. ასე არ ხდება. აი, ამ მავნე ნარატივის ლეგალიზაციას და ლეგიტიმაციას ემსახურება პრეზიდენტი, როდესაც ის ვიზიტებს ახორციელებს.

მისი თქმით, გარკვეულ ძალებს სურთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისე გააფორმონ, თითქოს ამას ხალხი იმსახურებს, მთავრობა კი - არა, მაშინ, როდესაც ყველა რეფორმა, რომელიც ათი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ეტაპზე აახლოებდა ევროკავშირთან, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარდა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×