თბილისის მერმა კახა კალაძემ 2023 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას „თბილისობა 2023" მიულოცა.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიიღო 26-მა მოქალაქემ.
„მათ შორის არიან: რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი - არჩილ ხომასურიძე; თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი - ჟანრი ლოლაშვილი; ექიმი, პედიატრი - ნუგზარ უბერი; ფოტორეპორტიორი - ალექსანდრე კოტორაშვილი; მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი - რამაზ გახოკიძე; მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე - გია ბაღაშვილი; ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი - გურანდა გრიგორაშვილი; თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი - ნანა ფაჩუაშვილი; ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - თამაზ მაღლაკელიძე; ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი - ამირან ქორიძე; მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე - გურამ ახალაია; თეატრისა და კინოს მსახიობი - მურმან ჯინორია; პოეტი ლია სტურუა; თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი - ლეო ანთაძე; კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი - იმედა კახიანი; მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი - იამზე დოლაბერიძე; მხატვარი - ლევან ლაღიძე; პოეტი, საზოგადო მოღვაწე - დავით მაღრაძე; მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი - რადიშ თორდია; თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი - ავთო მახარაძე; სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი - ზურაბ ლეჟავა; მუსიკათმცოდნე, პედაგოგი - მანანა ახმეტელი; მუსიკოსი, კომპოზიტორი - მამუკა ჩარკვიანი; მხატვარი, მწერალი - ევა ბაბალაშვილი; ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ არველაძე; ექიმი - ფტიზიატრი - ზაზა ავალიანი.
დედაქალაქის მერმა თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.