რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბერისლავის დასახლებას დაარტყეს, რის შედეგადაც კერძო სახლები დაინგრა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
მისი თქმით, დაშავებულია სამი ადამიანი, აქედან ერთი პოლიციელი, ორი კი სამოქალაქო პირია.
ამასთან, რუსულმა ძალებმა კიდევ ერთი ავიაიერიში სოფელ ლვოვოეზე განახორციელეს, რის შედეგადაც 67 წლის მამაკაცი დაიღუპა.
მოგვიანებით, ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მრაჩკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა ხერსონის საარტლიერიო დაბომბვაც განახორციელეს, რის შედეგადაც მინიმუმ 6 ადამიანი დაშავდა.