
ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია ადამიანურად, სამართლებრივად ხომ საერთოდ ნონსენსია, - ასე შეაფასა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ შეუჩეროს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს.
„რა მიზეზიც პრეზიდენტმა დაასახელა, ესეც აბსოლუტურად არ აფერხებს მოქალაქეობის შეჩერების პროცესს. ნებისმიერი დამნაშავე, ბრალდებული, ეჭვმიტანილი ერთნაირად აგებს პასუხს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ რომელიმე სხვა ქვეყნის", - აცხადებს ბექა ოდიშარია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია