რეზონანსი
22.09.2023

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას აპროტესტებენ და მის გადადგომას მოითხოვენ, 84 ადამიანი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟიც.

ცნობისათვის, სომხეთში საპროტესტო აქციები 19 სექტემბერს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. დღეს დილით აქციის მონაწილეებმა ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა გადაკეტეს. ისინი ასევე ბლოკავენ მიმდებარე ქუჩებს სკამებით, ელექტრო სკუტერებით და ავტომობილებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×