რეზონანსი
22.09.2023

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში სერიოზულ დაპირისპირებას ადასტურებს:

„მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, ვიბრძოლებ ამ ქვეყნის დამოუკიდებელი მომავლისთვის.

პარტიაში სერიოზული უთანხმოება გვაქვს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მე ამ დღეებში არ მინდა ამაზე ვისაუბრო… მე აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რის გამოც შემოვედი ამ ბრძოლაში 2013 წელს. ნათელი აუცილებლად მოეფინება ენმ-სთან ერთად ვიბრძოლებ თუ პარტიასთან ერთად, რომელიც ჯერ არ დაფუძნებულა.

არ შეიძლება თანამებრძოლობა არ იყოს დაფუძნებული ღირებულებებსა და ფასეულობებზე.

როდესაც ასეთი აცდენა მაქვს პარტიის ახლანდელ მენეჯმენტთან, რა თქმა უნდა, საბოლოო აკორდს ავიღებ და ვიტყვი, თუ მომიწია ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღება”, - განაცხადა "მთავარი არხის" ეთერში მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×