რეზონანსი
21.09.2023

სააკაშვილის მითითებები საერთოდ არ მაინტერესებს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.„ოპოზიციაში, თუ ვინმესთან დავჯდები მაგიდასთან, მხოლოდ ისეთ ხალხთან, ვისთანაც მეტ-ნაკლები ღირებულებითი ერთობა გაგვაჩნია. ადრე, როგორც ფანჩატურებში დავდიოდით, ასეთ რაღაცებში მონაწილეობას არ მივიღებთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა, რომ თუ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში ჩატარდეს    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×