რეზონანსი
15.07.2023

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამის" პირად არხზე წერს.

„დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ", - წერს ლუბინეცი.

ლუბინეცი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას და სამხრეთ კორეის პირველ ლედის კიმ კონ ჰის შეხვდა, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრს ეწვივნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×