რეზონანსი
15.07.2023

ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება და რაც მთავარია - ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ, ჩვენ ხალხს სჭირდება მშვიდობა და განვითარება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო, დღეს კი ისტორიულ მინიმუმზეა.

„მინდა რამდენიმე ინდიკატორი მოვიყვანო მაგალითისთვის, შედარებისთვის - 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო, დღეს გვაქვს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე - 15.6 პროცენტი ისტორიული მინიმუმია. ასევე, უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 17 პროცენტია და ესეც არის ისტორიული მინიმუმი. 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო პერიოდში, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×