რეზონანსი
15.07.2023

ახლა უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს, - ასე პასუხობს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ჟურნალისტების კითხვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა დარიშხანი მის პანაღიასა და სავარძელზე, მეუფე შიო ამბობს, რომ „შეიძლება ეს იყო ქარხნული"

მისივე თქმით, მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.

„უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება - არა, მიმდინარეობს მოკვლევა", - განაცხადა მეუფემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×