რეზონანსი
08.06.2023

რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ უკრაინელებს „ცოცხალ ფარად" იყენებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დასახლებულ პუნქტებში რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. კერძოდ, ხალხს, რომლებიც დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან ევაკუირდნენ, პანსიონატებსა და დასვენების ბაზებში ასახლებენ, სადაც უკვე განლაგებული არიან სამხედრო ქვედანაყოფები", - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

მათი თქმით, ამ გზით რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს "ცოცხალ ფარად" იყენებენ დაბომბვებისგან დასაცავად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×