რეზონანსი
08.06.2023

პატარა პარტიებს საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას ვთავაზობთ - არანაირ პარტიულ გაერთიანებაზე, ერთიან სიაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო სტრატეგია გულისხმობს ხედვის ჩამოყალიბებას სასამართლოზე, ანტიკორუფციულ საქმიანობაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და „ქართულ ოცნებასთან" დამოკიდებულებაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური პარტია, აქვს 35 პროცენტზე მეტი რეიტინგი, რაც დადგენილია საარჩევნო შედეგებით, აქვს გამოცდილება მუნიციპალურ არჩევნებში დიდ ქალაქებში გამარჯვების, ამიტომ პატარა, 2-3-4 პროცენტიან პარტიებს ვთავაზობთ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას და „ქართული ოცნების" იგივე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, ამიტომ მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ მოხდეს კონსოლიდაცია საერთო იდეებზე, საერთო სტრატეგიაზე. ეს არის მათი გადასაწყვეტი. საზოგადოება დაინახავს, ვის სურს რეალურად „ქართული ოცნების" ჩამოშორება ხელისუფლებიდან.

როცა საუბარია საერთო სტრატეგიაზე, ეს არანაირ პარტიულ გაერთიანებას, ერთიან სიას არ გულისხმობს. საერთო სტრატეგია გულისხმობს ბრძოლის ხედვების ჩამოყალიბებას, როგორ უნდა მოხდეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, გულისხმობს ანტიკორუფციულ მიმართულებას, ქვეყნის საგარეო კურსს და ნაბიჯებს ამ მიმართულებით, „ქართულ ოცნებასთან" დამოკიდებულებას - რა საზღვრები გვექნება, ერთმანეთთან მიმართებით, რა სტრატეგია გვექნება, ამას მოვიაზრებთ საერთო სტრატეგიაში და არა პარტიულ გაერთიანებას, სიაში ადგილებს, მაშინ, როცა წინ მთავარი ბრძოლები გვაქვს, რა დროს გაერთიანებები და სიებზე საუბარია.

ჩვენ არ ჩავერევით ამ პოლემიკაში, თითოეულ პოლიტიკურ ლიდერთან ან პარტიასთან მიმართებით ბევრი განცხადების გაკეთებაა შესაძლებელი, მათ შორის, კრიტიკულის, მაგრამ დღეს სამიზნე არის „ქართული ოცნება" ანუ „რუსული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში. ამ მიზნის გარეშემო, მთავარი ამოცანის გარშემო ვთავაზობთ გაერთიანებას ოპოზიციურ პარტიებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებთ, მათ შორის „ლელოსაც", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×