რეზონანსი
08.06.2023

გორის სასამართლომ დააკმაყოფილა შიდა ქართლის პროკურატურის მოთხოვნა და ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე კაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, - ინფორმაციას რეგიონული მედია qartli.ge ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმებოდა ადვოკატი, რომელიც ამბობდა, რომ მამაკაცი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

პროკურატურის მტკიცებით, კაცმა ქალს თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩაარტყა. კაცს ასევე ჰქონდა შემაკავებელი ორდერი.

ადვოკატი კი ამტკიცებდა, რომ ქალი თავად დაესხა თავს მამაკაცს და მის თანმხლებ პირს.

სასამართლომ ეს ფაქტი არ მიიღო შემამსუბუქებელ გარემოებად და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×